LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს საკულტო აღნიშვნა რეალის შტატებში მოგზაურობის დროს დაიბადა

ruebec4b9e97d

ფეხბურთში ადრეც ყოფილა საკულტო აღნიშვნები, მონტელა აეროპლანით მიფრინავდა გვერდით ხაზთან, ბებეტო წარმოსახვით ჩვილს აქანავებდა (მუნდიალი-1994), პელე ნახევარ მეტრზე ხტებოდა და ჰაერში მუშტს მოუღერდა…

დიდი ბომბარდირების რიტუალები მოდაში შემოდიოდა, მაგრამ დიდი მარკეტინგული მნიშვნელობა არ ქონია. დღეს ფეხბურთელები ბრენდებს რეკლამას უწევენ და საავტორო უფლებებსაც არეგისტრირებენ.

კრიშტიანოს გოლის აღნიშვნა ისეთივე ცნობადი გახდა, როგორც ლეგენდარული პოზა ჯარიმის დარტყმამდე. რონი გარბის, ხტება, ჰაერში ბრუნს აკეთებს და მძლავარად ყვირის – Siii, ეშვება და ფართოდ შლის ფეხებს. ფანები აყვებიან, ფოტოგრაფები მაგარ კადრებს იჭერენ – შოუ შედგა.

ამ რიტუალმა სხვა ცნობილ აღნიშვნებს აჯობა – დიბალას ნიღაბს, ბეილის გულს. საფირნო ჟესტს მილიონობით ქომაგი აღფრთოვანებაში მოყავს, მაგრამ ბევრს აღიზიანებს კიდეც. მას ეგოისტურსა და ქედმაღლურს უწოდებენ, თუმცა ყველაზე მეტსაც მას ბაძავენ.

ყველაფერი აშშ-ში დაიწყო

პირველად კრიშტიანომ ასეთი გოლი მაიამიში აღნიშნა – პირველ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალში. 2013 წლის აგვისტოში „რეალმა“ 3:1 მოუგო „ჩელსის“, რონალდომ დუბლი გააკეთა. მეორე გოლისას ისკოს ჩაწოდებიდან გაიტანა, ალამთან მიირბინა და ახალი რიტუალის პრეზენტაციაც შედგა.

დროთა განმავლობაში ფორვარდმა დეტალები დახვეწა – გამოჩნდა ბრუნი ჰაერში და ფეხების გაშლა დგომისას. რონალდო ტყუილა არ ეძახის ასეთ აღნიშვნას ბედნიერს: მომდევნო ხუთ წელიწადში მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ოთხი ჩემპიონთა ლიგა და ოთხი „ოქროს ბურთი“.

 

შეძახილს Siii დიდი წინაისტორია აქვს. ის პირველად გაჟღერდა 2014 წლის „ოქროს ბურთის“ გადაცემისას, როდესაც კრიშტიანომ პირდაპირ სცენიდან დაიყვირა. მაშინ ბევრმა ვერ გაიგო რა მოხდა, Bild-მა და Gazzetta dello Sport-მა ტარზანის შეძახილს შეადარეს, მაგრამ გილემ ბალაგემ ოპერატიულად მოახერხა გარკვევა: რონალდოს საომარი ამოძახილი ზუსტად ისევე არ ისმის, მაგრამ ეს ნამდვილად არის Si.

რონალდომ მოგვიანებით დაადასტურა: „რეალის მოთამაშეებმა იციან, რომ ყოველთვის ასე ვყვირივარ, როდესაც გოლი გამაქვს ან გამარჯვებას აღვნიშნავ“.

ტრადიცია „რეალის“ 2011 წელს ამერიკულ ტურნეზე დაიბადა. უცნობია, პირველად ვინ დაიყვირა, მაგრამ ცნობილია, რომ ეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მოედანზე მოხდა.
დროთა განმავლობაში გრადაციამ შეძახილი უფრო საინტერესო გახადა. რონალდო, ბეილი და ბენზემა გოლებს ასე ვარჯიშებზე აღნიშნავდნენ, სერხიო რამოსი – მაკრატელა დარტყმისას, მარსელო ფეხებს შორის ბურთის გატარებისას, კასილიასი და ბურთის მოგერიების დროს. თუმცა ოფიციალურ მატჩებში პირველ რიგში რონალდოს ყვირილთან ასოცირდება.

როდესაც რონალდოს „იუვენტუს სთედიუმზე“ გააქვს, მისი Siii მთელ სტადიონს ითრევს.

 

გოლის აღნიშვნა განწირული იყო წარმატებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, რასაც რონალდო აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები