ბრიტანელ მძღოლებს ტელეფონის გამოყენება ყველა ფორმით, მათ შორის ყურსასმენითაც აეკრძალებათ. საქმე ისაა, რომ ამჟამად არსებული კანონი პოლიტიკოსთა აზრით არასწორია. მობილური ტელეფონის გამოყენება 2003 წლიდან აიკრძალა, ხოლო ყურსასენის ხმარება კი ამ დრომდე დასაშვებია.

ექსპერტებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ საჭესთან ტელეფონით საუბარი ყველა შემთხვევაში ერთნაირად საშიშია. მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს მძღოლი ტელეფონს გამოიყენებს თუ ყურსასმენს, მას ყურადღება ერთნაირად ეფანტება და შედეგიც სავალალო დგება. ამას ადასტურებს სამწუხარო სტატიტიკაც, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევებში დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება.

სწორედ ამიტომ, დეპუტატებმა ცვლილებებზე ფიქრი დაიწყეს და კანონპროექტს წლის ბოლომდე განიხილავენ.

 

მსგავსი თემები