LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფეხბურთო ევროპის დედაქალაქი – „ჩემპიონთა ლიგა“ ლისაბონში გადაბარგდა

138
uefachampionsleaguenews

„უეფას“ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. ტურნირის მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპს, ასევე ფინალს სწორედ ლისაბონი უმასპინძლებს. ყველა წყვილში გამარჯვებული ორივე ეტაპზე ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. შეხვედრებს „ბენფიკას“ საშინაო მოედანი „ესტადიო და ლუზი“ და „სპორტინგის“ საშინაო არენა „ჟოზე ალვალადე“ უმასპინძლებენ. ფინალური შეხვედრა “ესტადიო და ლუზზე” 23 აგვისტოს გაიმართება..

„უეფას“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალები ლისაბონში 12, 13, 14 და 15 აგვისტოს გაიმართება, ხოლო 1/2 ფინალები 18 და 19 აგვისტოს.

„ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალში შემდეგი წყვილები ითამაშებენ:

12 აგვისტო : “ატალანტა” – “პსჟ”

13 აგვისტო : “ლაიფციგი” – “ატლეტიკო”

14 აგვისტო : “ბარსელონა” – “ბაიერნი”

15 აგვისტო : “მანჩესტერ სიტი” – “ლიონი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები