LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავზე შეყვარებული: რონალდომ სეზონი შეაჯამა და თავი იქო

154
rue6c3c11a187

კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე „იუვენტუსში“ პირველი სეზონი შეაჯამა: შეაქო კლუბი და ტურინი, მადლობა უთხრა გულშემატკივრებს. შეეძლო ამით დაემთავრებინა, მაგრამ უფრო შორს წავიდა და საკუთარ თავზე ილაპარაკა.

რონალდომ 5 ფოტო დადო თასებით და პირადი მიღწევები ჩამოთვალა.

  • გამარჯვების გოლი იტალიის სუპერთასზე;
  • გამარჯვება სერია ა-ში, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, 21 გოლი;
  • გამარჯვება ერთა ლიგაზე, ჰეთ-თრიქი ნახევარფინალში;
  • პირველია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მოგება და 125 გოლი აქვს;
  • პირველია, ვინც უეფას 10 ტიტული მოიგო;
  • პირველია, ვინც ნაკრებების ყველა დიდ ტურნირზე გაიტანა: მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი, ერთა ლიგა;
  • პირველია, ვინც ნაკრებების 10 დიდ ტურნირზე ზედიზედ გაიტანა: 2004-დან 2019-მდე;

 

რონალდო მუდმივად საუბრობდა საკუთარ სიდიადეზე

სამი წლის წინ Mundo Deportivo-ს რეპორტიორებმა რონალდოს კითხეს, ზედმეტად ხომ არ არის აღფრთოვანებული საკუთარი თავით: „არის ხალხი, ვისაც არ ვუყვარვარ, ამბობენ, რომ ქედმაღალი ვარ, პატივმოყვარე და ასეთები. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი წარმატების ნაწილია. მე დავიბადე, რათა საუკეთესო ვიყო“.

რონალდო პათოსის გარეშე ყვება როგორ გამოსდის ჯარიმები: „რაშია საიდუმლო? უბრალოდ ვუყურებ ბადეს და საკუთარ თავს ვეუბნები: დაარტყი, კრიშტიანო“.

2012 წელს ზაგრების „დინამოს“ ფანებმა უსტვინეს. კრიშის კომენტარი: „ეს იმიტომ, რომ მე ლამაზი ვარ, მდიდარი და მაგარი ფეხბურთელი. მათ შურთ ჩემი. სხვა ახსნა არ მაქვს“.

თავიდანვე ასე იყო. როდესაც რონალდომ 2008 წელს „ოქროს ბურთი“ აიღო, წლის სამი ტოპ ფეხბურთელის შესახებ კითხეს. კრიშტიანომ დარწმუნებით უპასუხა: მე ვარ პირველი, მეორე და მესამე“. მეხუთე „ოქროს ბურთი“ ბევრს ვერაფერს შეცვლიდა: „მე ისტორიაში საუკეთესო ვარ – ყველაზე კარგ და ცუდ მომენტებშიც“.

 

აი კიდევ ერთ-ორი ციტატა, სადაც რონალდო საკუთარ თავს აღმერთებს.

“პატივს ვცემ ყველა აზრს, მაგრამ ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ისე გააკეთოს, როგორც მე.”

“კარგად ვთამაშობ ორივე ფეხით, სწრაფი ვარ, ძლიერი, კარგად ვთამაშობ თავით, ვიტან გოლებს, ვაძლევს საგოლე პასებს. კი, არიან გულშემატკივრები, რომლებიც ნეიმარს ან მესის ამჯობინებენ, მაგრამ მე მათ ვეუბნები: არავინაა უფრო სრულყოფილი, ვიდრე მე.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები