LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალაჰი თევზაობს, მბაპე ლებრონთანაა, პოგბა სუმოს სწავლობს: რას აკეთებენ ვარსკვლავები შვებულებაში (ფოტოები)

501
rue55ba69f1971111

კილიან მბაპე

ფრანფი ფორვარდი ლოს ანჯელესშია. თამაშობს ბეისბოლს, კალათბურთს, ფოტოებს იღებს დიდ ადამიანებთან და მოკლედ კაიფობს რა ცხოვრებით.

ქარიმ ბენზემა

„რეალის“ ფრანგიც ლოს ანჯელესში იყო, მაგრამ მას დატვირთული პროგრამა აქვს – დუბაია, მაიამი, კალიფორნია. მაგრამ ესეც არ ეყო და მალდივებზე მოხია.

მოჰამედ სალაჰი

სალაჰი აქტიურ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას და დიდ თევზებს დასდევს.

 

რობერტ ლევანდოვსკი

„ბაიერნის“ ფორვარდი ბერძნულ კუნძულ მიკონოსზეა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდრული კურორტია.

კევინ დე ბრუინი

ბელგიელი საკუთარ შვილს ისვრის, აბა ნბა-ში არავინ უშვებს.

დიეგო კოშტა

კოშტა წყალში ჩავიდა, ბრაზილიელ-ესპანელს ყველაზე ექსტრემალური შვებულება აქვს.

 

მარკო როისი

სად არის ეს ბიჭი, რას აკეთებს?

მატიის დე ლიგტი

ჰოლანდიელ ბიჭუნას ყველაფერი კარგად აქვს: ბაჰამებზეა მშვენიერ ქალთან ერთად.

პოლ პოგბა

ფრანგი ტოკიოშია და ახალ სპორტს ითვისებს.

 

ლუკა მოდრიჩი

ხორვატმა ჩოგბურთელმა მარინ ჩილიჩმა საქველმოქმედო ტურნირი მოაწყო, რომელშიც 30-მა სპორტსმენმა მიიღო მოანწილეობა. ფეხბურთელებიდან იყვნენ ლუკა მოდრიჩი, მარიო მანჯუკიჩი, დეიამ ლოვრენი, მატეო კოვაჩიჩი, ანდრეი კრამარიჩი, ანტე რებიჩი, ივან პერიშიჩი და ივან კლასნიჩი.

 

გარეთ ბეილი

შვებულებაში უელსელი გოლფს თამაშობს. როგორც ამბობს, ის ფეხბურთზე ხშირად სწორედ გოლფს უყურებს.

ნეიმარი

წევს და მშვიდად უყურებს ბრაზილიის თამაშებს კოპა ამერიკაზე, ასევე ელოდება როდის იყიდის უკან „ბარსელონა“ ან სულაც მადრიდის „რეალი“.

კრიშტიანო რონალდო

კრიში როგორც ყოველთვის ვაჟთან ერთადაა და მის შვებულებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება: პორტუგალიელი ყველგან ვარჯიშობს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

 

ლეო მესი

ლეოს ცოტა დრო ქონდა (ახლა კოპა ამერიკაზეა), მაგრამ სახლში შევლა მაინც მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები