LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო საწყობიდან გატაცებული Humvee ლოს–ანჯელესის მდინარეში იპოვეს

50
humvenews2021

აშშ–ს ნაციონალური გვარდიის სამხედრო საწყობიდან გასულ კვირას ჯავშნიანი ყველგანმავალი Humvee მოიპარეს, ავტომობილის ღირებულება 120 ათასი დოლარია. 20 იანვრის დილას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ავტომობილი ლოს–ანეჯელესის მდინარეში იპოვა, გამტაცებელმა კი მიმალვა მოასწრო.

CNN–ის ინფორმაციით, დაცული ბაზა სადაც ქურდი შეიჭრა, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. მან გაიტაცა ყველგანმავალი, რომელშიც სავარაუდოდ სამხედრო იარაღიც იყო მოთავსებული. მოგვიანებით კი საგამოძიებო ბიურომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნაპოვნი ტექნიკა იყო ასახული. ავტომობილის მდგომარეობის შესახებ პოლიცია არ საუბრობს და არც იმას აზუსტებს, იყო თუ არა სალონში დაკარგული იარაღი.

დამნაშავეს გამოძიება ყველგან ეძებს და სამხედრო ობიექტის გაძარცვისთვის მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარის გამოძიება გრძელდება და ფედერალურმა ბიურომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ქურდის ვინაობის დადგენაში დაეხმარება, ჯილდო – 10 ათასი დოლარი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური გვარდია ინაუგურაციისთვის ემზადებოდა და ქურდმა სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტით ისარგებლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები