LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კორეას შეხვდება: დანიამდე სპარინგი გვაქვს

92
1site

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, სტამბოლში ბაშაქშეჰირის სტადიონზე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ორივე ნაკრებისთვის ეს შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები