LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო – მომავალი ზესახელმწიფო: „მსოფლიო რაგბიმ“ ჩვენზე ფილმი გადაიღო (ვიდეო)

408
maxresdefault

„მსოფლიო რაგბიმ“ ქართული რაგბის ისტორიაზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომლის სახელწოდებაა „საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“.

ფილმი 25-წუთიანია და ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებასა და საქართველოს ნაკრებზე მოგვითხრობს.

ფილმის პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს შედგა.

ფილმის ამ ნაწილში საუბარია ქართული რაგბის პირველ ნაბიჯებზე, თუ როგორ მოხდა მისი საოცარი აღმავლობა.

საინტერესოა, რომ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართული რაგბის განვითარებაში სოლიდური თანხა აქვს დახარჯული და ამის შესახებ “მსოფლიო რაგბიმაც” მშვენივრად მოეხსენება.

“ქართული რაგბის კეთილისმყოფელი. მან დასვა შეკითხა, რა არის საჭირო, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ?” – წერს “მსოფლიო რაგბი” ივანიშვილზე.

ფონდმა “ქართუმ” ქართული რაგბის დაფინანსება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო და ქართული რაგბის განვითარებისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლარი დახარჯა. წლების განმავლობაში აშენდა 15 სარაგბო ბაზა და სხვადასხვა ქალაქებში მოეწყო სარაგბო მოედნები.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, ანთალიის შეკრება დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.
თურქეთში გუნდს დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ფიზმომზადების გარდა, დიდი დრო ეთმობოდა ვიდეო-ანალიზს, ასევე ბურთით ვარჯიშს.
ბორჯღალოსნები 10 დღე დაისვენებენ და 19 აგვისტოს, დასკვნით შეკრებაზე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევლენ.

მილტონ ჰეიგის შეგირდები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, რომელთაგან ორი თბილისში, თიბისი რაგბის სერიების ეგიდით ჩატარდება. 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ პრო 14-ის სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი „საუზერნ კინგსი“ გვეწვევა (19:15 სთ), ხოლო 31 აგვისტოს შოტლანდიას „დინამო არენაზე“ დავუხვდებით (20:00 სთ). აღსანიშნავია, რომ შოტლანდია პირველი გუნდია ტიერ1-ის ქვეყნებიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვა.

ამასობაში, „ქენთბერის“ (Canetbury) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა საგულშემატკივრო ფორმები, რომლებიც, სავარაუდოდ, ვიზუალურად სათამაშო ფორმების ანალოგია. საიტზე მისი ფასი 75 გირვანქა სტერლინგია.
საქართველოს რაგბის კავშირს „ბორჯღალოსნების“ მსოფლიო თასის ეკიპირება ჯერჯერობით არ წარუდგენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები