2018 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 7,2%-ით გაიზარდა. საქართველოს სამივე აეროპორტში აფრენა-დაფრენის რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი – 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაზრდილია გადაფრენების რიცხვიც, რაც 2%-ით მეტია 2017 წლის იმავე მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში.

შპს „საქაერონავიგაციის” ინფორმაციითვე, 2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად: Turkish Airlines INC-ი, Qatar Airways-ი, Thai Airways LTD-ი, Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Singapore Airlines Ltd-ი იყენებდნენ, ხოლო საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი, Wizz Air-ი, Ukraine International Airlines-ი (flyUIA) დაფიქსირდნენ.

მსგავსი თემები