დანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საგზაო მოძრაობის წესები მაქსიმალურად გაამკაცროს, რათა ავარიული სიტუაციები შემცირდეს. ჩინოვნიკებს სურთ, რომ დაუდევარ მძღოლებს ავტომობილები ჩამოართვან. თანაც, ამას ადგილზევე გააკეთებენ და კანონდამრღვევ ავტომფლობელს გზის გაგრძელება ფეხით მოუწევს.

ასეთი ნორმა გატარდება მაშინ, როდესაც სიჩქარე დაშვებულზე 2–ჯერ უფრო მეტი იქნება, მძღოლი ნასვამი იქნება ან იმდენად საშიშ მანევრებს გააკეთებს, რომ საგზაო მოძრაობის სხვა წევრებს(იქნება ეს მისი მგზავრი თუ ფეხითმოსიარულე) საფრთხეს შეუქმნის.

ჩამორთმეული ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება და მიღებული თანხა მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტში ჩაირიცხება.

საინტერესოა, რომ ასეთი ბედი ელის არამხოლოდ დამნაშავე მძღოლის პირად ავტომობილს, არამედ იმ მანქანასაც რომელიც ლიზინგ კომპანიას ან სრულიად სხვა ადამიანს ეკუთვნის. კანონიერ მფლობელს ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნა მძღოლისგან შეეძლება.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი კანონი ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საშიში მართვისთვის დანიელებს დიდი დიდი მართვის მოწმობა ჩამოართვან, ავტომობილს კი იშვიათ შემთხვევაში ეხებიან ხოლმე.

მიუხედავად ამისა, დანია ევროპის ყველაზე უსაფრთხო გზების სიაშია და ავარიული სიტუაციები თითქმის არასდროს წარმოიქმნება.

ტეგები: დანია

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05