LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა (ვიდეო)

152
66352632_2324401961014749_7835379593384034304_n

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

„სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ეს გახლავთ „სარბიელის“რიგით მე-18 გამოკითხვა.

„სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში 79 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.

ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ასახელებენ. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯარო ხდება.

გამოკითვაში მონაწილეობდა რადიოჰოლდინგი „ფორტუნაც“. ჩვენი სამეული ასეთი გახლავთ: 1. საბა კვირკველია; 2. გიორგი ჩაკვეტაძე; 3. დავით ხოჭოლავა.

ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენკის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ, ვინც ჯამში 214 ხმა მოაგროვა. მას 79 დან 67-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.

მეორე, წინა გამოკითხვის გამარჯვებული, საქართველოს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია გახლავთ; ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ყაზახური „ირტიშის“ ნახევამცველ ჯაბა კანკავას არგუნა.

ნომინანტთა შორის სულ 24 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ ექვსი თამაშობს ეროვნულ ლიგაში.

დაჯილდოების ცერემონია „ბიარ თაიმში“ შედგა და მას სპორტული ჟრნალისტების გარდა, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები და სფფ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ საუკეთესო ფეხბურთელად კახა კალაძე დაუსახელებიათ. პირველი გამარჯვებული კი გიორგი ქინქლაძეა.

 

 

ყველა ნომინანტი. შედეგები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები