LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევით ნაპოვნი Lamborghini 1,24 მილიონ ფუნტად გაიყიდა

114
lmbrgn-news123243423

Lamborghini Miura P400 S რამდენიმე თვის წინ გერმანიის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. სპორტქარმა მიგდებულ ფარეხში 4 წელზე მეტი გაატარა, რაც ბუნებრივია, მის მდგომარეობაზე აისახა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლოტი საკმაოდ ძვირად შეფასდა.

სპორტქარმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ორი მეპატრონე გამოიცვალა. პირველი იყო უოლტერ ბეკერი, რომელმაც ავტომობილი 1971 წელს შეიძინა, ხოლო ავტომრბოლელი ჰან პეტერი კი Miura-ს 1974 წლიდან 2015 წლამდე ფლობდა. ორივე ავტომოყვარული მანქანას ძალიან უფრთხილდებოდა და მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხევებში იყენებდა. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმის, რომ სპორტქარის გარბენი მხოლოდ 29 020 კილომეტრია.

Lamborghini Miura 1966-დან 1973 წლამდე გამოდიოდა. მთლიანობაში 764 ეგზემპლარი შეიქმნა და თითოეულის კაპოტის ქვეშ 4,0 ლიტრის მოცულობის 370 ცხენის ძალის ძრავი იყო განთავსებული. სპორტქარს პირველი „ასეულის“ განვითარება 4,5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ოფიციალური მონაცემებით 284 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები