LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა „ენ ბი ეის“ ვარსკვლავებმა ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვონ

55
52857216-2240975822784241-1712705732123557888-n

„ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ წამყვანმა მოთამაშეებმა შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამოტოვონ – აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს, რომლის ცნობითაც გადატვირთული გრაფიკის გამო კალათბურთელები დიდი ალბათობით, უარს იტყვიან ოლიმპიადაზე. „ენ ბი ეის“ მორიგი რეგულარული სეზონი სავარაუდოდ ზამთარში დაიწყება და მის ჩვეულ ვადებში ჩასატევად მატჩებს შორის ინტერვალების შემცირება იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით  ჩატარდება.

გასულ წელს აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე „ენ ბი ეის“ ვარსკვლავების გარეშე ჩავიდა და ტურნირზე მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები