LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევხვდებით შაბათს: მამამ შვილს საყვარელი გუნდის მასკოტობა უყიდა (ვიდეო)

144
2527655-52451810-2560-1440

მამამ შვილს „ასტონ ვილას“ მატჩზე მასკოტის უფლება უყიდა – პატარა ბედნიერებისგან ლამის გაიხა.

საიმონ ოუენმა 10 წლის შვილს აჩუქა საშუალება „ასტონ ვილას“ ფეხბურთელები მოედანზე გაიყვანოს.

საიმონისა და მისი ბიჭის რეაქციით მთელი ოჯახი მთელი გულით ქომაგობს ჩემპიონშიპში მოთამაშე ერთ დროს პრემიერლიგის ცხრილის ზემოთ მყოფ ბირმინგემელებს.

იუბილარი დივანზე მოკალათდა, გახსნა შეფუთული ყუთი, რომელშიც კლუბის ბარათი, მაიკ აბრაჰამის მაისური და როგორც ჩანს მოსაწვევი იდო.

გამოხმაურება თავად გუნდიდანაც მოხდა, ბავშვს დაბადების დღე მიულოცეს და მიუწერეს: „შევხვდებით მომდევნო შაბათს“.

მატჩი, რომელზეც საიმონის ბიჭი მოხვდება, 2 მარტს გაიმართება. „ასტონ ვილა“ „დერბი ქაუნთის“ ეთამაშება.
ჩემპიონშიპის ცხრილში „ლომები“ მე-10 ადგილზე არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები