შოთა არველაძე ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსათხოვარ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი (თუ საუკეთესო არა) თავის დროზე ამსტერდამის „აიაქსში“ გამოდიოდა და იმ დროიდან იცნობს ვან დერ ვაარტს.

ინფორმაციას ამის შესახებ არველაძის ფონდი ადასტურებს.

„ჰამბურგმა“ ოფიციალურ საიტზე აცნობა, რომ ოქტომბერში კლუბის სტადიონზე გაიმართება ჰოლანდიელი ნახევარმცველის გამოსათხოვარი მატჩი.

შეხვედრა 13 ოქტომბერს ჩატარდება და ერთმანეთს ვან დერ ვაარტის საკლუბო და სანაკრებო მეგობრები შეხვდებიან.

დაანონსებულია ისეთი ფეხბურთელების მონაწილეობა, როგორებიც არიან ედგარ დავიდსი, პატრიკ კლუივერტი, არიენ რობენი, დირკ კიუიტი, კლარენს ზეედორფი, რობინ ვან პერსი, მიჩელ სალგადო, კივუ და სხვა ვარსკვლავები.

„ჰამბურგში“ ვან დერ ვაარტმა სხვადასხვა დროს (2005-2008 და 2012-2015 წწ) ხუთი სეზონი გაატარა. ისე კი უთამაშია „აიაქსში“, „რეალში“, „ტოტენჰემში“, „ბეტისში“, ბოლო წლებში კი დანიაში გამოდიოდა და „მიდტიულანდისა“ და „ესბიერგის“ ღირსებას იცავდა.
კარიერის დასრულების შესახებ 2018 წლის ნოემბერში განაცხადა.

ჰოლანდიის ნაკრებში 109 მატჩი უთამაშია და 25 გოლი აქვს გატანილი.

 

„აიაქსმა“ 4:1 დაამარცხა „ალკმაარი“ (2004). ფოტოზე ვან დერ ვაარტიც არის და შოთა არველაძეც

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები