LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში უსახლკარო პეპლებისთვის „სახლებს“ ააშენებენ

22
vincent-van-zalinge-nbv2zftlc78-unsplash

შვედი პეპლები, რომლებმაც საცხოვრებელი რკინიგზის განვითარების გამო დაკარგეს, ახალ „სახლებს“ მიიღებენ. საქმე ისაა, რომ ჰელსინგბორგიდან ენგელჰოლმის მიმართულებით ახალი მარშრუტი მოეწყო, გზის მშენებლობის შემდეგ დარჩენილ გრუნტში კი მწვანე „კუნძულებს“ გააკეთებენ.

შვედური კლიმატი საკმაოდ მკაცრია, ამიტომ ბუნებრივი მწვანე ზონები, სადაც მწერები შეძლებდნენ ცხოვრებას, ძალიან ცოტაა. ადამიანის დახმარების გარეშე, პეპლების უმრავლესობა, რომელიც რკინიგზის მშენებლობის გამო დაზარალდა, ახალ სახლს ვერ იპოვის და უბრალოდ გადაშენდება.

სწორედ ამიტომ, 4,5 ჰექტრის ფართობის მიწაზე მწვანე „კუნძულები“ მოეწყობა. თუმცა, მანამ სანამ მათ შექმნას დაიწყებენ, სპეციალისტები მიწას შეამოწმებენ, რათა მავნე ნივთიერებების არსებობა გამორიცხონ. ასეთ შემოწმებას ერთი წელი მაინც დასჭირდება, შესაბამისად პეპლების ახალი „სახლები“ მზად მხოლოდ 2023 წლისთვის იქნება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბულგარეთში მწერების სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო ცივი ზამთრის კომფორტულად გადასატანადაა განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები