LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ყველაზე უსაფრთხო გზაა

94
safe-way

ევროპაში ყველაზე უსაფრთხო გზა შვედეთში მდებარეობს. ევროპის საგზაო უსაფრთხოების სააგენტომ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ყველაზე უსაფრთხოთა შორის შვედეთის გარდა – დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი და გერმანიაც მოხვდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, შვედეთში ყოველ მილიონ ადამიანზე წელიწადში 26 ავარია მოდის. საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი მილიონზე 174 ავტოსაგზაო შემთხვევაა.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო გზებს, ამ შემთხვევაში ლიდერი გასული წლის მსგავსად რუმინეთი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ბულგარეთმა დაიკავა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები