LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარია – საქართველო : მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია

125
fccbbfd2c4dbf93e1d0a8974d4d9b25e

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მერვე შეხვედრას გასვლაზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  მატჩი  სენტ-გალენში , “კიბუნ-პარკზე” გაიმართება, რომლის ტევადობაც 19 694-ს შეადგენს. შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი გუნდისთვის ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვეიცარია D ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზეა, ირლანდიას და დანიას კი 12-12 ქულა აქვთ. ასე რომ  ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩი შვეიცარიის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები