LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოჭისკენ მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა

129
fly

სამგზავრო ლაინერი ყაზანიდან სოჭისკენ მიფრინავდა, აეროპორტთან მიახლოებისას კი მეხი დაეცა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო და პილოტს დაჯდომა ძალიან გაუჭირდა.

ინციდენტი აეროპორტიდან 35 კმ-ს მოშორებით მოხდა და საბედნიეროდ, ბორტზე მყოფთაგან არავინ დაზარალებულა.

ხომალდი ტექნიკოსებმა შეამოწმეს და უკან მგზავრების გარეშე გაუშვეს. ხოლო ის ადამიანები ვინც ამ ლაინერით უნდა გაფრენილიყო, სხვადასხვა რეისებზე გადაანაწილეს.

აღსანიშნავია, რომ მეხი საჰაერო ხომალდებს ხშირად ეცემა და მისგან თავის არიდება საკმაოდ რთულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები