LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულყოფილი თამაში: როდრიგოს და ბენზემას რეკორდები – ლიგის ამბები მოკლედ

77
-2VC8723Thumb

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა. რამდენიმე გუნდმა პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ზოგან ბოლომდე დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი. მაგარი თამაში გამოუვიდათ „რეალელებს“ – ბენზემას და ნორჩ როდრიგოს, რომლებმაც რეკორდები დაამყარეს.

 

 

პეპ გვარდიოლამ 600 მატჩი ითამაშა მწვრთნელის რანგში და 75% მოიგო.

გვარდიოლა „ატალანტასთან“ 1:1-ზე: „ჩვენ გავუშვით მარტო ერთი იმისგან, ვისაც ყველაზე მეტი გააქვს იტალიაში“.

რაჰიმ სტერლინგმა 14 (10+4) ქულა მოაგროვა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩში.

უოკერი „სიტის“ კარში ჩადგა ბრავოს გაძევების შემდეგ. მას გოლი არ გაუშვია და რამდენიმე სეივიც გააკეთა.

ზიდანი „გალათასარაისთან“ 6:0-ზე: „სრულყოფილი თამაში“.

როდრიგომ „რეალიდან“ ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი 18 წლისამ გაიფორმა. მანამდე ასეთი რამ მარტო რაულს გაუკეთებია.

ბენზემა „რეალის“ მესამე ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგაზე, მან დი სტეფანოს გაასწრო. წინ მხოლოდ რონალდო და რაული არიან.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა. ასეთი რამ მარტო მესის მოუხერხებია.

როდრიგო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლი გაიტანა.

ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ატლეტიკოს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

პსჟ პლეი-ოფში გავიდა.

იკარდის ჩემპიონთა ლიგის 10 მატჩში 8 გოლი მოუგროვდა. მეტი მარტო კეინს, მანეს და ინძაგის აქვს.

„ლოკომოტივის“ ფანების ნაწილმა „იუვენტუსთან“ მატჩზე ფეიქბილეთები იყიდა, ზოგმა ძალიან დიდ ფულად.

„ლოკოს“ ორი ფანი შეეცადა მოედანზე შევარდნილიყო, ერთმა ხელი მოიტეხა.

„იუვენტუსი“ პლეი-ოფში გავიდა და 1/8 ფინალში მისთვის სარეკორდო, ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.

„იუვენტუსი“ სარის ხელში სეზონის სტარტიდან 15 მატჩია არ აგებს – 12 მოგება, 3 ფრე.

რონალდომ შეცვლის შემდეგ სარის ხელი არ ჩამოართვა.

 

ნამდვილი საგიჟეთი ლონდონში და საგიჟეთი დორტმუნდში – ლიგის ამბები მოკლედ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები