გიორგი ჩაკვეტაძეზე ევროპაში სულ უფრო ხშირად წერენ და ჩვენიანს ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ბიჭებს შორის მოიხსენიებენ. ახლა ეს იტალიურმა tuttomercatoweb.com-მა გააკეთა. გამოცემამ 1999 წელს დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელები მოიძია და მათ შორის ჩაკვეტაძეც მოიხსენია.

თაობა 99 – ამ სიაში უკვე ცნობილ სახელებსაც შეხვდებით და ბუნებრივია, რომ ამ ნიჭიერ ბიჭებზე უკვე დიდი მოთხოვნაა.

მატიას დე ლიხტი (აიაქსი)
კაი ჰავერცი (ლევერკუზენი)
ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)
ჟედსონ ფერნანდესი (ბენფიკა)
ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა)
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)
აბდულკადირ ომური (ტრაბზონსფორი)
ტრინკაო (ბრაგა)
ესეკიელ ბარკო (ატლანტა იუნაიტედი)
ელიფ ელმასი (ფენერბაჰჩე)
ემერსონი (ატლეტიკო მინეირო)

 

ყველაზე ცნობილები რა თქმა უნდა სიის სათავეში მყოფი დონარუმა და დე ლიხტი არიან, რომლებზეც გრანდები ნადირობენ და ასაკის მიუხედავად საკმაო ხანია სახელი გაითქვეს. ესენი ადრე თუ გვიან დიდ გუნდებში აღმოჩნდებიან. დე ლიხტმა ახლახანს “ოქროს ბიჭუნას” პრიზიც მოიგო.

 

შეიძლება ასეთი ცნობილები არ არიან, მაგრამ კარგი ბიჭები თამაშობენ “ბენფიკაში”, ჟედსონი და ჟოა ფელიქსი უკვე მოწინავე პოზიციებზე არიან.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, იტალიური გამოცემა მას სერია ა-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებს, მაგრამ ჯერ ამაზე დანამდვილებით თქმა ადრეა. თუმცა ცოტა ხნის წინ “რომას” ინტერესზე დაიწერა.

 

მოკლედ, გიორგის კარგ ჩემპიონატში თამაში დროის ამბავია.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები