LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Cybertruck–ის ძალიან ცუდი ვერსია 1000 დოლარად გაიყიდა

47
Tesla-Cybertruck

ახალ ზელანდიაში ავტომოყვარულმა ინჟინერმა Tesla Cybertruck–ის მინიატურული ვერსია შექმნა. მოდელი ჰეტჩბეკი Toyota Yaris–ის ბაზაზეა აწყობილი და „ტესლას“ ვიზუალი მეტალისა და პლასტმასის გამოყენებით მიიღო. უცნაური და არც თუ ისე მიმზიდველი ავტომობილი 999 დოლარად გაიყიდა.

Cybertruck–ის შესაქმნელად იდეის ავტორმა დამტრვეული ჰეტჩბეკი Toyota Yaris გამოიყენა. მოდელი მან კერძო მფლობელისგან წინასწარ შეიძინა, შემდეგ აღადგინა და 20 წლის დაბალ–ლიტრაჟიანი „ტოიოტა“ ილონ მასკის ელექტრონული პიკაპის ასლად გადააქცია. მოდელმა სხვადასხვა დეტალებთან ერთად „ფრთების ფორმის“ კარებებიც კი მიიღო.

ელექტროძრავის ნაცვლად „ტესლას“ ასლში ტრაქტორის ძრავი დაამონტაჟეს. მიუხედავად იმისა, რომ მინიატურული Cybertruck დადის, მას არანაირი უსაფრთხოების სისტემა არ მოეპოვება და საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება ეკრძალება. იდეის ავტორმა ამის გამო თავისი ქმნილების გაყიდვა გადაწყვიტა და მყიდველი უმცირეს დროში იპოვა კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები