LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ახალი პიკაპი წარადგინა

1207
Tesla co-founder and CEO Elon Musk stands in front of the shattered windows of the newly unveiled all-electric battery-powered Tesla's Cybertruck at Tesla Design Center in Hawthorne, California on November 21, 2019. (Photo by FREDERIC J. BROWN / AFP) (Photo by FREDERIC J. BROWN/AFP via Getty Images)

Tesla–მ ახალი პიკაპი წარადგინა და ის არც ერთ აქამდე გამოსულ მოდელს არ გავს. ავტომწარმოებელმა ელექტრონული ყველგანმავალი კალიფორნიაში, ლოს–ანჯელესის ავტოსალონზე გამოიყვანა.

როდესაც ავტომობილი სცენაზე გამოჩნდა, მაყურებელთა უმრავლესობამ ვერ დაიჯერა რომ ეს სწორედ ის პიკაპი იყო რომლის სანახავადაც შეიკრიბნენ. The Cybertruck ისე გამოიყურება თითქოს ავტომობილი კი არა ხელოვნების ნიმუშია.

ექსტერიერი მთლიანად მეტალისგანაა დამზადებული და როგორც მასკმა განაცხადა, ეს ზუსტად ის მეტალია რომელიც კოსმოსური ხომალდის SpaceX–ისთვის გამოიყენა. მსგავსი ჯავშანი მანქანას ტყვიაგაუმტარს ხდის, ყოველშემთხვევაში, მცირეკალიბრიან იარაღს ის ნამდვილად გაუძლებს.

სალონი ბრენდის ტრადიციების მიხედვით მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული და ყველა სისტემა ერთი პლანშეტით იმართება.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე პიკაპის შესახებ არის მისი ფასი, საბაზისო ვერსიის ღირებულება 39,900 დოლარიდან დაიწყება, რაც Ford F-150–ზე 10 ათასით უფრო მეტია. თუმცა თუკი ტექნიკურ მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, „ტესლას“ სიახლე“ „ფორდისას“ ნამდვილად აჯობებს.

და ბოლოს, პიკაპის მაქსიმალური სიჩქარე 177 კმ/სთ–ია და სვლის მარაგი კი 400 კილომეტრს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები