LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლა“ მოატყუეს და საჭესთან მძღოლის გარეშე გაატარეს

57
tesla45

ტეხასის შტატში მომხდარი ფატალური ავარიის შემდეგ , ამერიკული გამოცემის Consumer Reports–ის ექსპერტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა „ტესლას“ ადგილიდან დაძვრა საჭესთან მძღოლის ყოფნის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. უფრო მეტიც, ელექტროქარის ავტოპილოტის მოტყუება არც თუ ისე რთულია.

ექსპერიმენტისთვის სპეციალისტებმა 2020 წლის Tesla Model Y შეარჩიეს. მათ მძღოლის ადგილას უსაფრთხოების ღვედი შეკრეს, ავტოპილოტი ჩართეს და საჭეზე მცირე ზომის ტვირთი დაკიდეს, რათა ხელების იმიტაცია შეექმნათ. ამ დროს დამკვირვებელი მგზავრის სავარძელში იჯდა და ავტოპილოტის მუშაობას თვალს გვერდიდან ადევნებდა. ელექტროქარმა მძღოლის ცარიელი სავარძლით 800 მეტრი გაიარა.

სპეციალისტების აზრით, „ტესლა“ სხვა მწარმოებლებს, მაგალითად ისეთს როგორიცაა General Motors ან Ford ძალიან ჩამორჩება. „ტესლასგან“ განსხვავებით ეს ბრენდები მინიატურულ კამერებს იყენებენ, რათა მძღოლის თავის და თვალების მოძრაობას დააკვირდნენ, ამიტომ ასეთი სისტემის მოტყუება მარტივად არ გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები