LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y გასაყიდად დაგეგმილზე ბევრად ადრე გამოვა

84
21c11bfda3b6802558bcbd7b3a8c4d718cc75636

Tesla ახალი ელექტრონული კროსოვერის Model Y-ს მიწოდებას დაგეგმილ ვადაზე ბევრად ადრე დაიწყებს და ამერიკელები თავის ავტომობილს თებერვალში იხილავენ.

როგორც წესი, ბრენდი ყველა მოდელს დაგვიანებით უშვებს ხოლმე, Model Y–ს შემთხვევაში კი მან თავის თავს აჯობა და დათქმულ ვადასაც კი არ დაელოდა. პირველ ელ–ქარებს ამერიკელი კლიენტები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ  Model y–ს ბაზარზე გამოსვლა თავდაპირველად 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, შემდეგ პრემიერის თარიღმა ზაფხულისთვის გადაიწია, საბოლოოდ კი თებერვალზე შეჯერდა.

პირველი ვერსია რომელსაც კლიენტები იხილავენ, არის Model Y Performance, რომლის ღირებულებაც 61 ათასი დოლარია. ყველაზე იაფფასიანი ვერსიის ფასი კი 39 ათასი დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები