LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლა“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო კომპანიაა

61
tesla

საკონსულტაციო კომპანია Kantar-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში გასული წლის ყველაზე წარმატებული 100 კომპანია მოხვდა. ავტომწარმოებლებს შორის 2022 წელს საუკეთესოდ „ტესლა“ დასახელდა, რომელმაც სიაში 29-ე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ასეულში კიდევ რამდენიმე საავტომობილო ბრენდი მოხვდა, თუმცა ილონ მასკის კონცერნისგან ისინი ძალიან ჩამორჩებიან.

სპეციალისტთა შეფასებით, გასულ წელს „ტესლას“ ღირებულება 78%-ით გაიზარდა და 75,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. სხვა ბრენდებს შორის უფრო შთამბეჭდავი მატება მხოლოდ სამს ჰქონდა – Cartier-ს, Youtube-სა და Google-ს. საავტომობილო ბრენდებს შორის კი ასეულში მოხვდა ასევე Toyota, Mercedes-Benz და BMW. იაპონურმა კომპანიამ 66-3 ადგილი დაიკავა, ხოლო გერმანელები 70-ე და 76-ე პოზიციებზე გადანაწილდნენ.

2022 წლის აბსოლუტური ლიდერია Apple, რომლის ღირებულებაც 947,1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები