LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla–ს ავტოპილოტი პოლიციის მანქანას დაეჯახა

140
Car-Crash-Connecticut-State-Police-2

ავტოპილოტზე მომუშავე Tesla Model 3 საპატრულო ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევა კონექტიკუტის შტატში, საღამო ხანს მოხდა.

ელექტროქარის მძღოლმა ავტოპილოტი ჩართო და თვითონ უკანა სავარძელზე მჯდომი ძაღლის შემოწმება გადაწყვიტა. ამ დროს „ტესლა“ წინ მდგომ პატრულს დაეჯახა და პატრული თავის მხრივ წინა ავტომობილს შეასკდა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს საპატრულო ავტომობილს ციმციმა ქონდა ჩართული და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა და „ტესლას“ მძღოლმა ავტომობილი თავად გააჩერა. თუმცა, უკვე გვიანი იყო და დაუფიქრებელი მანევრის გამო ის დააკავეს. მძღოლის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები