LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლა“ თავის ლუდს გამოუშვებს: ბოთლი პიკაპი Cybertruck–ის სტილის იქნება

29
teslabeer

გასულ უქმეებზე „ტესლამ“ ბერლინში ქარხანა გახსნა და დიდი წვეულებაც მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდა ილონ მასკიც, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში საფირმო ლუდის წარმოება დააანონსა. ლუდს სახელად Gigabier ეწოდება და საკმაოდ უჩვეულო ბოთლში ჩამოისხმება.

რაც შეეხება ახალ ქარხანას, შენობა მთლიანად გრაფიტითაა დაფარული, ტერიტორიაზე სადგური მოეწყობა, რათა 10 ათასმა დასაქმებულმა გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტულად შეძლოს.

ლუდიც იქვე იწარმოება და ჯერ კიდევ ვერ გამოშვებული Cybertruck–ის ფორმის ბოთლს მიიღებს. აპირებს თუ არა „ტესლა“ სრულყოფილი წარმოების დაწყებას თუ მხოლოდ მცირე სერიით შემოიფარგლება, ჯერ–ჯერობით რთული სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მასკმა ბრენდირებული ტეკილაც გამოუშვა, ასე რომ ლუდი „ტესლასთვის“ რიგით მეორე ალკოჰოლური სასმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები