ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ უნიკალური წყალქვეშა ავტომობილის პროექტი შექმნა. წყლის მობილის საფუძვლად ჯეიმს ბონდის ავტომობილი იქცა და მისი აწყობის ინიციატორი როგორც მოსალოდნელი იყო – ილონ მასკია.

ბიზნესმენის ინსპირაციის წყარო 1977 წლის ჯეიმს ბონდის ფილმი „ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი“ იქცა და პროექტის მიხედვით, მოდელმა წყლის ქვეშ უნდა იმოძრაოს. მასკი იდეით იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ ფილმში გამოყენებული ავტომობილი აუქციონზე შეიძინა და მასში მილიონი დოლარი დაუფიქრებლად გადაიხადა.

ბუნებრივია, წყალქვეშა ტრანსპორტზე დიდი მოთხოვნა არ იქნება, თუმცა მწარმოებელი მაინც ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. დასაწყისისთვის გარკვეული სამუზეუმო ექსპონანტი შეიქმნება და გაგრძელდება თუ არა სერიული წარმოება ამას მასკი მომავალში გადაწყვეტს.

 

მსგავსი თემები