LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ავტოპილოტი გადაბრუნებულ სატვირთოს დაეჯახა

52
teslcrash

ტაივანის ერთ–ერთ მაგისტრალზე დამონტაჟებულმა კამერამ უჩვეულო ავარია დააფიქსირა. Tesla Model 3–ის საჭესთან მოთავსეული მძღოლი გაუმართავი ავტოპილოტის გამო გადაბრუნებულ სატვირთო ავტომობილს შეასკდა.

Tesla Model 3–ის მძღოლი 110 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა და თან ავტოპილოტიც ჩართული ქონდა. ამ დროს გზაზე გადაბრუნებული სატვირთო ეგდო, რომელსაც სხვა ავტომობილები გვერდს ძალიან მშვიდად უვლიდნენ. ელექტროპილოტის სისტემამ კი წინააღმდეგობის ამოცნობა ვერ შეძლო და პირდაპირ მისკენ წავიდა. მძღოლს თავად მოუხდა დამუხრუჭება, თუმცა უკვე გვიანი იყო.

„ტესლას“ სიჩქარე ბოლო წამს თითქოს შემცირდა, თუმცა შეჯახება მაინც იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ინერციით წინ გავარდა. ელექტროქარის კაპოტის ნაწილი კი სატვირთოს სალონში აღმოჩნდა. შედეგად ელ–მობილი სერიოზულად დაზიანდა, მძღოლი კი საბედნიეროდ უვნებელი გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები