LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ელექტროქარებზე ფასებმა იკლო და მყიდველთა რიგები დადგა

112
tesla

„ტესლამ“ 2023 წელი ფასების კლებით დაიწყო, რათა კონკურენტებით სავსე ბაზარზე უპირატესობა მოეპოვებინა. ასეთმა ნაბიჯმა მოთხოვნის მკვეთრი გაზრდა გამოიწვია. ევროპული გამოცემების ინფორმაციით, გერმანიაში მდებარე „ტესლას“ ქარხანა გაზრდილ მოთხოვნას ფაქტობრივად ვერ უმკლავდება.

Model Y-ის სხვა ვერსიებთან, რომელთა ფასიც არ არის დაკლებული, სიტუაცია შედარებით უკეთესია და მათ მიწოდებას მწარმოებელი დათქმულ ვადებში ასწრებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კი ფიქრობს, რომ „ტესლამ“ ქარხანაში წარმოება კიდევ უფრო უნდა გაზარდოს. კომპანია კვირაში 200-300 თანამშრომელს ასაქმებს, ეს მაშინ როცა სხვა საწარმოებს პერსონალის დიდი დეფიციტი აქვთ. ე.წ. „გიგაფაბრიკაში“ ამ დროისთვის 9 ათასი ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები