LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ სუფთა შემოსავლმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა – ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა

47
tesla728

კომპანია „ტესლამ“ 2021 წლის მეორე კვარტალში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო. ამერიკულმა კორპორაციამ ამ სამ თვეში 3–ჯერ უფრო მეტი ფული იშოვა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კონცერნის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მიკროსქემების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, მთლიანი შემოსავალი 12 მილიარდი დოლარი იყო.

2021 წლის აპრილის შეჯამებით ილონ მასკის კომპანიის მოგება 11,96 მილიარდი დოლარი იყო. გასული წლის აპრილში „ტესლამ“ 104 მილიონი დოლარის მიღება შეძლო. ამასთან, კორპორაციის სუფთა შემოსავალმა ისტორიაში პირველად 1,14 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ელექტრომობილების გაყიდვით, კომპანიამ 10,2 მილიარდი დოლარი მიიღო. გარდა ამისა, „ტესლამ“ 801 მილიონი დოლარი ენერგეტიკული ბიზნესით იშოვა, რაც მზის ელემენტებსა და ბიტკოინებს გულისხმობს.

ილონ მასკი კი შედეგებით მთლად კმაყოფილი არ არის და ფიქრობს, რომ გლობალურმა პრობლემებმა კომპანიას წარმოებაში ხელი ძალიან შეუშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები