ქართველი სუმოისტი ლევამ გორგოძე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით უდანაკარგოა.

ქართველის მეტოქე მესამე მაეგაშირა, მონღოლი ტამავაში იყო. ბრძოლა მძიმე გამოდგა. თავიდან უპირატესობა ტამავაშიმ მოიპოვა, მაგრამ ქართველმა გარდატეხა მოახერხა და მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა.

ტოჩინოშინის ბალანსი 4/0 გახდა.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ამ ტურნირზე კიდევ 6 გამარჯვება, სულ კი 10 მოგება სჭირდება.

თითოეული მებრძოლი 15 ბრძოლას მართავს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები