LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოჩინოშინს იაპონელებმა რაგბის ბურთი დააჭერინეს და ტოკიოს ქუჩებში დასვეს (ფოტო)

254
63143080_458537564981147_47971076747322239_n

იაპონია უდიდესი სპორტული ტურნირისთვის ემზადება. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამომავალი მზის ქვეყანა რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლებს. მოწესრიგებულმა იაპონელებმა უკვე დაიწყეს მზადება, ოღონდ აქ სპორტულ-ინფრასტრუქტურული პროექტები არ იგულისხმება, რაც ისედაც კარგა ხანია მზადაა. საქმე ტურნირის პოპულარიზაციაა. ერთ-ერთი მიგნება გახლავთ ტოკიოს ქუჩებში ცნობილი სპორტსმენების ქანდაკებების დადგმა, რომელთაც რაგბის ბურთი უჭირავთ. ზოგიერთი მათგანი თამაშის იმიტაციის დროს არის გამოქანდაკებული, მაგალითად ემზადება ლელოს დასადებად, ან ჯარიმის დასარტყამად და ა.შ.

 

სასიხარულოა, რომ გამორჩეულ ხალხში ჩვენიანიც შეიყვანეს. სკამზე დასვეს და რაგბის ბურთი დააკავეს ცნობილ ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს (ნამდვილი სახელი ლევან გორგაძე).

გულშემატკივრებს და ქალაქის სტუმრებს ნებისმიერთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც შეუძლიათ.

 

რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20 სექტემებრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნები D ჯგუფში მოხვდნენ.

ბორჯღალოსნების რაზმი: მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ვის შეერკინება საქართველო მსოფლიო თასამდე?

23 სექტემბერი – უელსი – საქართველო
29 სექტემბერი – საქართველო – ურუგვაი
3 ოქტომბერი – საქართველო – ფიჯი
11 ოქტომბერი – ავსტრალია – საქართველო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები