LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი სოცქსელებში

191
Screenshot-2019-01-21-at-11.36.24.width-800

ფეხბურთს სპორტის სახეობებიდან ფანების ყველაზე დიდი ბაზა აქვს. სოციალური ქსელების სწრაფი პოპულარობის ზრდასთან ერთად უფრო მარტივი გახდა კუმირებისთვის თვალ-ყურის დევნება. დღეს Instagram-ზე ყველაზე პოპულარული ფეხბურთელების ხუთეულს გადავხედოთ.

5. ხამეს როდრიგესი (42.7 მლნ გამომწერი)


28 წლის კოლუმბიელს ხშირად „ჯეიმს ბონდს“ ეძახიან. მისი Instagram მრავალფეროვანია. ხამესი ხშირად უზიარებს პირადი ცხოვრების სიახლეებსაც.

4. დევის ბექჰემი (57.7 მლნ გამომწერი)


მიუხედავად იმისა, რომ დევიდმა საკმაო ხანია კარიერა დაასრულა, მაინც რჩება ტოპებში. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა რეკლამებისა და ფილმების გადაღებებში. მის Instagram პროფილში ხშირად შეხვდებით საოოჯახო ფოტოებს. ასევე ხშირად აქვეყნებს სხვა ვარსკვლავებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

3. ნეიმარი (123 მლნ გამომწერი)


ბრაზილიელის სახელი მილიონობით გულშემატკივარს აკერია პირზე. მან ტალღა ააგორა ბარსელონადან პსჟ-ში გადასვლით. ნეიმარს ფეხბურთი უყვარს და მისი Instagram სავსეა ვარჯიშებისა და ფეხბურთის მოედნებზე გადაღებული ფოტოებით.

2. ლეო მესი (127 მლნ გამომწერი)


ლეგენდა ახერხებს ყველაფერი მოასწროს: ითამაშოს, დაიცვას ნაკრების ღირსება, იყოს კარგი ქმარი და მამა.
ის არ დადის ღამის კლუბებში და წვეულებებზე. ის მეოჯახეა და მისი Instagram გამოტენილია შვილებთან და ანტონელასთან ფოტოებით.

1. კრიშტიანო რონალდო (178 მლნ გამომწერი)


ყველამ იცის ამ კაცის სახელი და გასაკვირი არ არის მისი პირველობა.
დიდი ნაწილი უკავია ახლობლებთან ფოტოებს. „იუვენტუსში“ მისვლის შემდეგ გამოჩნდა ახალ თანაგუნდელებთან ფოტოები. კრიშტიანო აქტიურ პირად ცხოვრებსაც ეწევა. ის უთავსებს ვარჯიშს და თამაშებს ოჯახს, რამაც აქცია კიდეც მილიონობით ადამიანის კუმირად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები