LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტორონტო“ პირველად გახდა ჩემპიონი, კავაი – MVP

78
2614602-54190750-2560-1440

კანადური გუნდი NBA-ს ჩემპიონია. „ტორონტო რეპტორსმა“ ბოლო წლების დომინანტი „გოლდენ სტეიტი“ ფინალური სერიის მეექვსე მატჩში დაამარცხა – 114:110.

სერიაში ანგარიში 4:2 გახდა.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კლეი ტომპსონი გახდა, მან 30 ქულა მოაგროვა. ტრიპლ-დაბლი გააკეთა დრეიმონდ გრინმა – 11 ქულა, 19 მოხსნა და 13 გადაცემა. „ტორონტოსგან“ ოთხმა კალათბურთელმა 20 ქულაზე მეტი ჩააგდეს.

ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის პრიზი (ბილ რასელის სახელობისაა) კარიერაში მეორედ მიიღო ფორვარდმა კავაი ლეონარდმა.

სერიის მსვლელობისას „გოლდენ სტეიტმა“ ტრავმის გამო დაკარგა ლუნი, ტომპსონი და დურანტი.

„გოლდენ სტეიტი“ ბოლო 5 წლის განმავლობში 5-ჯერ გავიდა ფინალში და სამჯერ მოიგო ტიტული. მათ შორის ორჯერ ჩვენმა თანამემამულე ზაზა ფაჩულიამ.

 

გოლდენ სტეიტი – ტორონტო 110:114 (32:33, 25:27, 31:26, 22:28)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები