LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Land Cruiser 300-ის მისაღებად ავტომფლობელებს რიგში ყოფნა წლობით მოუწევთ

24
landcruizer48

2 აგვისტოს იაპონიაში Toyota Land Cruiser 300–ის გაყიდვები დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, არნახული მოთხოვნის გამო ყველგანმავალზე რიგი 2–4 წელი გაიწელება. რიგში კი ადგილობრივები ჯერ კიდევ ივლისიდან ჩადგნენ და წინასწარმა შეკვეთებმა 20 ათასს გადააჭარბა.

იაპონიაში ახალი Toyota Land Cruiser 300–ის შეძენა 5 100 000 იენად ანუ დაახლოებით 50 ათას დოლარადაა შესაძლებელი. ასარჩევად რამდენიმე მოდიფიკაციაა წარმოდგენილი – ბენზინის 3,5 ლიტრის V6 ძრავით, რომელიც 409 ცხენის ძალას ავითარებს და დიზელის 3,3 ლიტრიანი V6 აგრეგატი – 309 ცხენის ძალით. ორი ძრავი 10 საფეხურიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ყველგანმავალი 5 და 7 ადგილიანი სალონითაა ხელმისაწვდომი.

ჟურნალისტები არ აკონკრეტებენ იმას, თუ ზუსტად რომელ ვერსიაზეა 4 წლიანი რიგები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის Toyota–მ იაპონელ კლიენტებს Toyota Land Cruiser 300–ის გაყიდვა აუკრძალა. ხელშეკრულების მიხედვით, ავტომობილის გასხვისება ყიდვიდან 12 თვის განმავლობაში არ შეიძლება. კომპანიას არ სურს, რომ ახალი მოდელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მისი ნებართვის გარეშე მოხვდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები