LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota–მ განახლებული Hilux წარმოადგინა

75
toyotahluxnews

კომპანია Toyota–მ ევროპული ბაზრისთვის განახლებული Hilux წარმოადგინა. პიკაპს ვიზუალი დაუკორექტირეს, გააუმჯობესეს განათება და ძრავთა ვარიაციაში 204 ძალის დიზელის აგრეგატი დაამატეს.

ახალი Toyota Hilux–ის მთავარი ვიზუალური სიახლე გაზრდილი რადიატორის ბადე, ახალი ბამპერი და ფარები გახდა. სურვილის შემთხვევაში ძარის რამდენიმე ფერი იქნება ხელმისაწვდომი – წითელი Emotional Red II, ცისფერი Dark Blue და მეტალის ფერი Oxide Bronze, საბურავები კი 18 დიუმიანი შეირჩა.

ავტომობილის სალონში გაუმჯობესებული მედიასისტემა, 8 დიუმიანი დისპლეი და სენსორული ეკრანი გაჩნდა.

მოდელმა დამატებით ასევე – ძრავის ასამუშავებელი ღილაკი, ნავიგაციის სისტემა, პარკირების წინა და უკანა გადამცემები და უძლიერესი აუდიოსისტემა JBL Premium Sound System მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები