„ტოიოტა“ „მომავლის ქალაქის“ აშენებას გეგმავს. იაპონური ავტომწარმოებელი უნიკალურ დასახლებას ფუჯის მთის სიახლოვეს გააშენებს და ქალაქი მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული.

„მომავლის ქალაქი“  ან იგივე „ცოცხალი ლაბორატორია“ ტოკიოდან 90 კილომეტრით იქნება დაშორებული და მისი მთავარი დანიშნულება ახალი ტექნოლოგიების გამოცდაა. ქალაქის ინფრასტრუქტურა სრულად ეკოლოგიური იქნება და გარემოს არ დააბინძურებს.

თანამედროვე დასახლებაში მეცნიერები გადაბარგდებიან და სასიამოვნო სამუშაო პირობების შესაქმნელად თან ოჯახის წევრების წაყვანაც შეეძლებათ. ავტომწარმოებელი მზადაა, რომ ყველა დაინტერესებულ მეცნიერთან ითანამშრომლოს და ისინი „მომავლის ქალაქში“ მიიწვიოს.

ქალაქის მშენებლობა 2021 წლიდან დაიწყება და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება. დასაწყისისთვის ის 2000 ადამიანზე იქნება გათვლილი და მომავალში მოსახლეობის რაოდენობა უფრო გაიზრდება.

 

ტეგები: Toyota

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05