იაპონური კომპანია გეგმავს რომ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე ხალხის ტრანსპორტირება დაიწყოს. ბუნებრივია, ამ გეგმის შესასრულებლად გარკვეული დროა საჭიროა და პირველი გაფრენა სავარაუდოდ, 10 წლის შემდეგ განხორციელდება.

ავტომწარმოებელი კოსმოსურ სააგენტოსთანაც თანამშრომლობს და მთვარისთვის სპეციალურ ელექტრომანქანას აშენებს. ექსპრესზე მუშაობა 2029 წლისთვის დასრულდება და ის ისეთი ტექნოლოგიით დამზადდება, რომ მასში მყოფ ადამიანებს სკაფანდრის ტარება არ მოუწევთ. ავტომობილი 6 მეტრის სიგრძის იქნება, რაც დაახლოებით ორი მინი ავტობუსის ზომაა. აღსანიშნავია, რომ მთვარე-ექსპრესს ერთ ჯერზე ორი ადამიანის წაყვანა შეეძლება.

კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ის, რომ ელექტრო-ექსპრესმა ერთი დამუხტვით 10 ათასი კილომეტრის გავლა უნდა შეძლოს, რათა დანიშნულების ადგილამდე უპრობლემოდ ჩააღწიოს.

შეგახსენებთ, რომ ტოიოტამ საინტერესო პროექტზე მუშაობა გასულ წელს გადაწყვიტა, თუმცა შესაბამისი შეთანხმება მხოლოდ ახლა გააფორმა.

 

ტეგები: Toyota

მსგავსი თემები