LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Supra–ს პირველ ეგზემპლარს აუქციონზე გაყიდიან

toyota_supra

უნიკალურ სპორტქარს Barrett-Jackson–ის აუქციონის სახლი გამოიტანს

კომპანია Toyota ახალი თაობის Supra–ს პირველ მოდელს აუქციონზე გაყიდის. ბაზრობა 2019 წლის 19 იანვარს, არიზონას შტატში გაიმართება. სპორტქარის მსოფლიო პრემიერა დეტროიტის ავტოსალონზე 14 იანვარს შედგება.

უნიკალური სპორტქარი Vin–ნომრით 20201 გახდება პირველი Supra, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განამვლობაში აშშ–ს ბაზარზე გამოჩნდება. კუპეს ნაცრისფერ ფერში შეღებავენ და ძარის ნაწილი კონტრასტული წითელი ელემენტებით გაფორმდება. ავტომობილის სალონს ტყავით გააფორმებენ და იქვე განათავსებენ ემბლემას, რომელიც მოდელის სტატუსს ხაზს გაუსვამს. კუპეს შესახებ დამატებითი ინფორმაცია აუქციონის მოახლოების შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ Supra–ს გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად ვეტერანთა და 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები