და აი დადგა წელიწადის ის დრო, როცა ნანატრი შვებულება უნდა ავიღოთ და ბევრი ჩვენგანი ტრადიციულად ზღვისკენ გაეშურება. ზოგი ევროპას მიაშურებს, ზოგიც აზიას, თუმცა უმრავლესობა არჩევანს ალბათ მაინც შავ ზღვაზე გააკეთებს, ამიტომ ჩვენი რჩევებიც ამ უკანასკნელს ეხება.

სტატისტიკის მიხედვით, ზღვაზე დამსვენებელთა შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემა დიარეაა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას კი ისევ დამსვენებელთა დაუდევრობა იწვევს – უხარისხო საკვებისა და წყლის მირთმევა. გარდა ამისა, დიარეას ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებაც.

აუცილებლად გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები:

1. მოერიდეთ ქუჩაში საკვების შეძენას;
2. ხშირად დაიბანეთ ხელები, სულ თან იქონიეთ სანიტაიზერი;


3. მიირთვით მხოლოდ სანდო ბარებსა და რესტორნებში;
4. შეეცადეთ მზეზე დიდ ხანს არ დარჩეთ, ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი;
5. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, რათა თქვენი ორგანიზმი ულტრაიისფერ სხივებს უკეთ გაუმკლავდეს;
6. დალიეთ ბევრი წყალი, იმაზე 1,5-ჯერ მეტი ვიდრე ჩვეულებრივ იღებთ;
7. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება და გარუჯვის შემდეგაც წაისვით შესაბამისი კრემი/დამატენიანებელი;
8. უმჯობესია, თუკი ზღვიდან ამოსვლის შემდეგ შხაპს გადაივლებთ და მარილს ჩამოიბანთ.

 

კატეგორიები: რჩევები რჩევები

მსგავსი თემები