LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი ბანგკოკიდან სამუას მიმართულებით ერთადერთი მგზავრით გაფრინდა

air

ამერიკელი ქალი სამგზავრო ლაინერის ერთადერთი მგზავრი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ Bangkok Airlines-ის ბორტზე მოხდა. 156 ადგილიანი Airbus A319  ბანგკოკიდან სამუას მიმართულებით ერთადერთი მგზავრით გაფრინდა. როგორც ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ქალბატონი ამ ფაქტს სულაც არ დაუღონებია და პირიქით, ძალიან კარგი დროც გაატარა. ამერიკელმა სალონში ისეირნა, სავარძლებს შორის იცეკვა და რომ არა მცირე ტურბულენტობა ყველაფერი მართლაც იდეალურად იქნებოდა. საბოლოოდ, ფრენა გართულებების გარეშე დასრულდა და ლაინერის ერთადერთმა მგზავრმა დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით ჩააღწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები