LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ შესაძლოა ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქები შეამციროს

82
2201672-45933750-2560-1440

არ არის გამორიცხული უეფამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რიცხვი შეამციროს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, საფრთხის ქვეშაა რომი და ბილბაო, სადაც ვირუსისგან გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ასევე დიდია პანდემიის გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემები.

დანარჩენი ქვეყნებიც განიცდიან გარკვეულ პრობლემებს ტურნირის 2021 წელს მასპინძლობასთან დაკავშირებით. ამ ახალ თარიღებში სხვა ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.

ტურნირი 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს. ესენია: რომი, ლონდონი, მიუნხენი, დუბლინი, კოპენჰაგენი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, გლაზგო, ბილბაო, ბაქო, სანკტ-პეტერბურგი, ამსტერდამი.

პანდემიის გამო ჯერ გარკვეული არ არის ტურნირის ყველა მონაწილე. მოგეხსენებათ, გადაიდო ერთა ლიგის პლეი-ოფები, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები