LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური „ბეტმობილი“ ახალ მფლობელს ეძებს

52
batmobile2012

აშშ–ში, ქალაქ ჰიუსტონში Mecum–ის აუქციონის სახლმა გასაყიდად უნიკალური ლოტი გამოიტანა. ტიმ ბარტონის ლეგენდარული „ბეტმენის“ ავტომობილის ზუსტი ასლი, რომელიც Chevrolet Corvette–ის ბაზაზეა აგებული.

„ბეტმობილი“ ამერიკული ტუნინგ–ატელიეს Putsch Racing–ის სპეციალისტებმა ააგეს. საფუძვლად კი 1989 წლის Chevrolet Corvette გამოიყენეს. რეპლიკის შექმნისას ტუნერებმა სპეციალური კარკასი შექმნეს და შეეცადნენ ორიგინალის ყველაზე მცირე დეტალებიც კი სიზუსტით გაემეორებინათ.

საკულტო მოდელის მსგავსად შეიქმნა ექსტერიერიც და ბეტმობილი უზარმაზარი წინა ტურბინით აღიჭურვა. ავტომობილმა მიიღო ორი ტყვიამფრქვევი, ელექტრო–რეგულირებადი სავარძლები, უკანა ხედვის კამერა, ხმამაღალი კავშირის სისტემა, სირენა და თვითმფრინავის ჩასაბმელი.

ბეტმობილი მოძრაობაში 5,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავს მოყავს და აგრეგატს 250 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. თუმცა, როგორც ავტომობილის ამჟამინდელი მფლობელი ირწმუნება, მოდიფიცირებულ ავტომობილში ნებისმიერი 8–ცილინდრიანი აგრეგატის ჩამონტაჟებაა შესაძლებელი.

მოდელის დინამიური მახასიათებლები არ ზუსტდება, თუმცა როგორც მის პატრონს წამოსცდა 190 კმ/სთ–მდე აჩქარება მისთვის ყოველთვის ძალიან მარტივი იყო.

და ბოლოს, ეგზოტიკური ავტომობილის აუქციონი 2021 წლის იანვრისთვისაა დაგეგმილი და მისი საწყისი ღირებულება მოგვიანებით დაზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები