LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური BMW აუქციონზე გაიყიდება

bmw

1956 წლიდან 1959 წლამდე პერიოდში სულ 252 მსგავსი ეგზემპლარი გამოუშვეს და ერთ–ერთი მოდელი მის შემქმნელს ხვდა წილად. 1990–იან წლებში აღდგენილი ავტომობილის საწყისი ფასი 2,1–2,2 მილიონი ფუტი სტერლინგია. BMW 507, შასის ნომრით – 70100, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის აიწყო და თავის დროზე Mercedes-Benz 300 SL–ის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. როდსტერი 3,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით აღჭურვეს და მას 152 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. ავტომობილი პირველ „ასეულს“ 11 წამში ავითარებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები