LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Lamborghini Gallardo გასაყიდად გამოიტანეს

105
0b42874c4d9d2087ee48f497aaf59401fe914c95

ექსკლუზიური ავტომობილების ჰოლანდიელმა დილერმა Classic Youngtimers-მა თავის კატალოგში ყველგანმავალი Lamborghini დაამატა. სუპერქარი, რომელიც V10 ძრავითაა აღჭურვილი, 115 ათას ევროდაა შეფასებული.

Lamborghini Gallardo Offroad 2004 წლის სუპერქარის ბაზაზეა აწყობილი. ის 5,0 ლიტრის მოცულობის ძრავითაა დაკომპლექტებული და 500 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

გადაცემათა კოლოფი 6-საფეხურიანი რობოტიზირებული E-Gear-ია. Gallardo-ს პირველი „ასეულის“ განვითარება 4,2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 309 კმ/სთ-ია. ყველგანმავალის დინამიკური მახასიათებლები მოდიფიკაციის შემდეგ მთლიანადაა შეცვლილი.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის სალონი ხისა და ტყავის ელემენტებით გაფორმდა და მას განსხვავებული და მდიდრული იერსახე შესძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები