“სოთბის” აუქციონზე, რომელიც ამჟამად პარიზში გაიმართა, 1987 წლის სუპერქარი Ferrari F40 LM – 4 842 500 ევროდ შეაფასეს. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც „ლე-მანის“ ავტორბოლაზე, ორჯერ 1995 და 1996 წლებში გამოდიოდა. საუკეთესო შედეგი კი მისთვის მე-12 ადგილი გახდა.

ავტომობილი სერიული Ferrari F40-ის ბაზაზეა აწყობილი და ფაქტობრივად ის არის მესამე მოდელი, რომელიც კომპანიამ ცდებისთვის ააწყო. 1992 წელს ავტომობილი „ლე-მანის“ მრბოლელმა რენე ჰერცოგმა შეიძინა და ატელიე Michelotto-საც მანვე გადასცა, რათა სპორტქარისგან სარბოლო მოდიფიკაცია შეექმნათ.

„ლე-მანის“ ვერსია ჩვეულებრივი „ორმოციანებისგან“ ფორსირებული 2,9 ლიტრის მოცულობის ძრავით განსხვავდება. მისი ძალა 478-დან 720 ცხენის ძალამდე გაიზარდა და პირველ „ასეულს“ მოდელი 3,1 წამში ავითარებს. ეს კი საგზაო სუპერქარებს შორის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. ფერარის მაქსიმალურ სიჩქარედ კი 367 კმ/სთ ითვლება.

გარდა ამისა, კუპეს საბროლო გადაცემათა კოლოფი და ბევრად მძლავრი მუხრუჭებიც აქვს. ავტომობილის მასა 1050 კილოგრამამდეა შემცირებული.

 

ტეგები: Ferrari

მსგავსი თემები