LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური „მაზდა“ 35 წლის შემდეგ იპოვეს

103
mazda

უნიკალური „მაზდა“  რომელიც „ლე-მანზე“ გამოდიოდა, 35 წლის წინ დაიკარგა და მისი პოვნის იმედი აღარავის ქონდა. რამდენიმე დღის წინ კი მოდელს იაპონიაში გადააწყდნენ და მისი წარმოშობა Mazdaspeed-ის ტექნიკურმა დირექტორმა უკვე დაადასტურა.

ბოლოს სპორტქარი 1984 წელს ერთ-ერთი მარათონის დროს ნახეს. 254i-ის ორიგინალობის დადასტურება სამუხრუჭე სისტემით, რადიატორის ბადით და ძარის უნიკალურობით მოხდა. მთლიანობაში 254-ის ორი ეგზემპლარი არსებობდა, რომელთაგანც ერთი რბოლის დროს დაიმტვრა, მეორე კი იაპონიაში ყოფილა გადამალული.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნ სპორტქარს Mazda აღადგენს და სამომავლოდ მას რბოლებზეც გამოიყვანს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები