LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ძველ ნაცნობს საშინელი დაავადება დაუდგინეს

196
FORTUNA.GE (2)

მადრიდის “რეალმა” მხარი დაუჭირა “ბარსელონასა” და “სელტას” ყოფილ მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუეს.

53 წლის სპეციალისტმა აცნობა, რომ მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რაც დროთა განმავლობაში იწვევს პარალიჩს და კუნთების ატროფიას.

“რეალმა” “ვალენსიასთან” თამაშამდე გამოიტანა საკლუბო მაისურა მწვრთნელის მხარდასაჭერად, რომელზეც ეწერა: “უნსუე, ჩვენ შენთან ვართ”.

მაისური ეკავათ გუნდის კაპიტნებს – სერხიო რამოსს და დანი პარეხოს.

 

ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს უნსუე ალბათ ახსოვთ კიდეც. მას თბილისში დაუვიწყარი მატჩები აქვს ჩატარებული.
1985 წელს საბჭოთა კავშირში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი იუნორთა შორის. 16-გუნდიანი და ოთხ ჯგუფად დაყოფილი ტურნირის ერთ ქვეჯგუფს თბილისმა უმასპინძლა. ჩვენთან თავი მოიყარა ბრაზილიამ, საუდის არაბეთმა, ირლანდიამ და ესპანეთმა. ამ გუნდის კარს მაშინ სწორედ ახალგაზრდა უნსუე იცავდა. მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ძალიან მაგრადაც ითამაშა. იმ გადასახედიდან ამ ბიჭს კიდევ უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ჩემპიონატის ფინალში (მოსკოვში გაიმართა) სწორედ „თბილისური“ გუნდები ბრაზილია და ესპანეთი გავიდნენ და ბრაზილიელებმა 1:0 დამატებით დროში მოიგეს (ვიდეოში სწორედ ამ ფინალის გადამწყვეტი ეპიზოდია).
ნახევარფინალში კი ესპანელებმა მასპინძელი საბჭოთა ნაკრები ჩამოიშორეს (პენალტების სერიაში, ძ.დ. 2:2), რომლის რიგებში გელა კეტაშვილი და სოსო ჭედია თამაშობდნენ. უნსუემ კი ყველა შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და გამორჩეული იყო. სხვათა შორის, იმ იუნორთა ესპანეთის ნაკრებში მოგვიანებით ცნობილი ფეხბურთელი ანდონი გოიკოეჩეა გამოდიოდა და ასევე გუნდში ირიცხებოდა (არცერთი მატჩი არ უთამაშია) “სევილიას” ამჟამინდელი და ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” ექსმწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები